ახალი ამბები
9 თვეში, საქართველოში, ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის
FaceBook
2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩება.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

მონაცემები სამინისტრომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა.
დოკუმენტები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში, საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779).

სტატისტიკური მონაცემები


Print