ახალი ამბები
სექტემბერში, საქართველოში, ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთიდან შემოვიდა
FaceBook
მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა.

ეს მონაცემი წინა წელთან შედარებით 511%-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციას შინაგან საქემთა სამინისტრო ავრცელებს.

2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, ეს მონაცემი არა მარტო გასული წლის რაოდენობაზე მეტია არამედ მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. 2019 წელს რუსეთიდან 163 316 ადამიანი შემოვიდა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ყაზბეგის გამშვები პუნქტით შემომსვლელთა რაოდენობა გაიზარდა.
Print