ახალი ამბები
ქუთაისის მერია საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებში 70 ათასამდე ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია საახალწლო სამზადისს უკვე შეუდგა.

საშობაო ნაძვის ხის შესაძენად გამოცხადებული ტენდერის შემდეგ, ქალაქი ნაძვის ხის სათამაშოებზე აცხადებს ტენდერს (NAT220021250).

მერია სხვადასხვა სახეობის  და ზომის 123 სათამაშოს შესაძენად 69 110 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია  ვალდებული იქნება სათამაშოები შემკვეთს 2022 წლის 10 დეკემბრამდე მიაწოდოს.

მანამდე ქუთაისის მერიამ ნაძვის ხის შესასყიდად გამოაცხადა ტენდერი. ახალ საშობაო ნაძვის ხის შესაძენად  ქალაქი 155 ათასი ლარს დახარჯავს. 


ამავე თემაზე:






Print