ახალი ამბები
"ტაბიძის ქუჩა არ საჭიროებდა სანიაღვრე ქსელის გამოცვლას" - ანტიკორუფციული მოძრობა
FaceBook
ქუთაისის მერია არამიზნობრივად ხარჯავს თანხას და ისეთ ქუჩაზე ცვლის კანალიზაციის სისტემას , სადაც ამის საჭიროება არ იყო - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი აცხადებს.

ის ამბობს, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ტაბიძის ქუჩა არასოდეს იტბორებოდა, შესაბამისად, მისი თქმით, საკანალიზაციო სისტემა გამოსაცვლელი არც იყო. ამის გარდა, ცამციშვილი ამბობს, რომ სამუშაოებიც უხარისხდოდ მიმდინარეობს.

"ტიციან ტაბიძის ქუჩა, საერთოდ არ საჭიროებდა სანიაღვრე სისტემის გამოცვლა, პირიქით ეს ქუჩა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმ იშვიათი გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელიც საერთოდ არ იტბორებოდა წვიმის დროს, მაგრამ მერიამ მაინც გადაწყვიტა ამ ქუჩის რეაბილიტიაცია. პროექტი, რომელშიც მერია 363 000 ლარს უხდის კომპანიას, სამუშაოები სრულდება უხარისხოდ, ხოლო ადგილზე გუშინ მთელს ქუჩაზე ორი მუშა მუშაობდა, ეს არის არაპროფესიონალიზმის, გულგრილობის, სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის მაგალითი. ამის გარდა, უნდა აღინიშნოს რომ რეაბილიტაციის პროცესში იტბორება მიმდებარე ქუჩებიც",
-  ამბობს  თემურ ცამციშვილი. 

ტიციან ტაბიძის ქუჩის მცხოვრებელბის ნაწილიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამუშაოები არამიზნობრივია. 

"ამ ქუჩაზე აქვს დაქანება ანუ დაღმართი და არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ სანიაღვრე ქსელი გაჭედილიყო. რატომ გადაწყვიტეს ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ამ გადათხრებით ახლა უფრო იტბორება თამარ მეფის ქუჩა", - ამბობენ ადგილობრივები. 


ქუთაისის  მერიამ აღნიშნულ სამუშაოებზე ელეტქტრონული ტენდერი (NAT220015602) გამოაცხადა.  ამ გზით  შპს შპს ,,გზამშენი XXI"-მ სანიღვრე ქსელის რეაბილიტაცია განახორციელოს, რომლის სანაცვლოდ ის ბიუჯეტიდან  361 103 ლარს მიიღებს. 



Print