ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიას გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
FaceBook
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმის პირველი მოსმენა 29 იანავრს გაიმართება.



საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიას, ქუთაისის სერვისცენტრის გათავისუფლებული თანამშრომელი უპირისპირდება. კომპანიის ქუთაისის სერვიცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქეთი კიკვიძე კომპანიას უკანონოდ გათავისუფლებაში სდებს ბრალს. გათავისუფლებულმა თანამშრომელმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  საქმის პირველი მოსმენა 29 იანავრს მოხდება.

"ქუთაისიპოსტთან" საუბარში კიკვიძე განმარტავს, რომ მისი გათავისუფლება კომპანიაში დაწყებული რეორგანიზაციის სახელით მოხდა. კიკვიძის თქმით, რეორგანიზაცია, ეკონომიკური მდგომარეობის გამო განახორციელდა, სადაც შტატების გაუქმება უნდა მომხდარიყო.

"თუმცა, შტატი არ გაუქმებულა. პირიქით გაიზარდა და სახელფასო ანაზღაურებაც გაორმაგდა. მუდმივი შტატის და ასევე, ტესტირება გავლილი თანამშრომელი ვიყავი და გამიშვეს", - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომელი.

ქეთი კიკვიძე სამსახურიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. მის გარდა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრიდან კიდევ ორი ადამიანი გაუშვეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო რამიშვილი ქუთაისიპოტსთან განმარტავს, რომ კომპანიამ კადრების ოპტიმიზაცია განახორციელა. 

"ეს მიზნად ისახვდა მართვის ეფექტურობას და გამოთავისუფლებული თანხებით რეგიონებში მომაუშავე ტექნიკური პერსონალებისთვის პირობების გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია კანონის სრული დაცვით მოხდა. რაც შეეხება, ხელფასების მომატებას ეს არის სრული სიცრუე. რადგან, ხელფასები პირიქით შემცირდა", - ამბობს რამიშვილი. 





Print