ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შენობაში მედიაცენტრი გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს.
წაღებულია  ტვ   "პირველის"  კუთვნილი კამერა და ტვ "მთავარის" ჟურნალისტის   ნოუთბუქი.

მერიის შენობაში არსებულ სათვალთვალო კამარებში ჩანს, რომ დილის საათებში უცნონი მამაკაცი ფანჯრიდან შედის.

"დილით მედიაცენტრში როდესაც მოვედით დაგვხვდა ფანჯარა გაღებული. წაღებულია პირადად ჩემი "ნოუთბუქი" და ტვ "პირველის" კუთვნული ვიდეოკამერა. ქალაქის ყველაზე დაცული შენობა, რომელიც მეგონა აღმოჩნდა რომ ესეც უკვე საფრთის შემცველია", - ამბობს დაზარალებული ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე. 

ადგილზე  სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print