ახალი ამბები
ქუთაისის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისში 2023 წელს ახალი საშობაო ნაძვის ხით შეხვდებიან. 

მერიამ ახალი  ნაძვის ხის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი (NAT220021056) უკვე გამოაცხადა.

საშობაო ნაძვის ხე  ბიუჯეტს 155 000 ლარი დაუჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი ქალაქს  2022 წლის 10 დეკემბრამდე მიაწოდოს.

ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია, რომ ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 16 მეტრი და გააჩნდეს კონუსის ფორმა. 

ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  მისი შეძენის პირობა 2022 წელს,  ნაძვის ხის  განათებისას გაახმოვანა.

"ამ ნაძვის ხის ბოლო წარდგომაა თქვენს წინაშე. ეს ნაძვის ხე სხვა ადგილს დაიკავებს. ჩვენ კი ახალი ნაძვის ხით შევხვდებით 2023 წელს". 



Print