ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის 58.6 ათასი მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა
FaceBook
"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათასს უნიკალურ პირს მიაღწია“.

ამის შესახებინფორმაცია bpn.ge ავრცელებს PMCG-ს (პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი არის საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელარუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა. კერძოდ, 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათასს უნიკალურ პირს მიაღწია.

რაც შეეხება უკრაინასა და ბელარუსს, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსვლებისა და გასვლების სხვაობამ, შესაბამისად, 11.2 ათასი და 6.3 ათასი შეადგინა,"- ნათქვამია კვლევაში.


Print