ახალი ამბები
სტადიონის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია ასი ათას ლარზე მეტს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია ლადო ასათიანის ქუჩის მე-5 ჩიხში მდებარე სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს.

საამისოდ მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა (NAT220020631).

სტადიონის რეაბილიტაციაში ქალაქი 116`963 ლარის დახარჯვას გეგმავს. 

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
Print