ახალი ამბები
მედია - კიევში მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები
FaceBook
უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა,
- ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში - დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, - დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამზე“.


გამოცემა suspilne-ის ინფორმაციით, კიევში რამდენიმე ადგილას მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

ამასთან, შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა, სადაც ამჟამად მაშველები მუშაობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე ავტომობილები იწვის.

Print