ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრმა ახალი სეზონი პრემიერით გახსნა (ფოტო)
FaceBook
"თეატრი ფიქრის ,ნიჭის,სიხარულის, ცნობიერების და განწყობის ადგილია.
გვინდა ამ განსაკუთრებული შეგრძნებით გვესტუმროთ და გიყვარდეთ თეატრი!"

ასე ეპატიჟება მაყურებელს ქუთაისის თოჯინების თეატრი ახალ 76-ე სეზონზე. 

7 ოქტომბერს ამ სეზონის პირველი სპექტაკლი წარმოადგინეს.

"ალადინის ჯადოსნური ლამპარი" ათას ერთი ღამისა და სტუდია უოლტ დისნეის ანიმაციის მიხედვით დადგა რეჟისორმა ვახტანგ ქორიძემ. იგი სპექტაკლის მხატვარიცაა.


სპექტაკლის ნახვა შესაძლებელი იქნება შაბათს 12:00 და 13:30 საათებში და 
კვირას 13:00 და 14:30 საათზე.

თოჯინების თეატრი მაყურებელს განახლებული ინტერიერითაც შეხვდა. 

Print