ახალი ამბები
რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს
FaceBook
ქუთაისში, ყოფილის მუზეუმის  შენობის ადგილზე, სადაც საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს, მშენებლობის  მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. 

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მენეჯერი ნათია სარალიძე ამბობს, რომ პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, რაზედაც მოლაპარაკებები ქუთაისის მერიასთან და პროექტის ავტორთან, შპს "ნს სტუდიოსთან" მიმდინარეობს.   შპს "ართვინ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ პროექტის ფუნდამენტური ცვლილებები არ იგეგმება და მუზეუმის ყოფილ შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება. 
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. 


თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე  ნახეთ აქ.

მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეს 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ შპს "ართვინ ჯორჯია" ახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სივრცის მოწყობა სრულად 2023 წლის 15 თებერვლისთვის უნდა დასრულდეს.

###

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში არსებული მუზეუმის ყოფილი შენობა მეცრამეტე საუკუნეში არის აშენებული.
უცნობია თუ რისთვის აშენდა ორსარულიანი შენობა ქალაქის ცენტრში.

წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავ"-ის ავტორი ზურაბ ჯავახაძის ინფორმაციით, შენობაში თავდაპირველად განთავსებული იყო ჭიათურის ქვანახშირის მრეწველობის სამმართველო.

"ამის შემდეგ კი შენობა გამოიყენებოდა როგორც სასტუმრო სოფლებში ჩამოსული გლეხებისთვის, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ. ამიტომაც შენობას გელხების სახლს უწოდბედნენ". 

შენობაში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1943-44 წლებში განთავსდა.  მუზეუმის ყოფილ შენობაში პირველი  გამოფენა 1962 წელს მოეწყო.

"მანამდე და მის შემდეგ მსგავსი აკადემიური გამოფენა არ მომხდარა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების", - აღნიშნავს ჯავახაძე. თავის მხრივ, მუზეუმი ქალაქში 1922 წელს გაიხსა და რამდენიმე შენობა გამოიცვალა. ერთ-ერთი პედაგოგიური ინსტიტუსტის შენობა გახლდათ. მუზეუმმა შენობა 2011 წელს დატოვა.

ქალაქის ცენტრში არსებული მუზეუმის ყოფილი შენობა ამ დროისთვის უფუნქციოდაა. შენობის ერთადერთი დანიშნულება ამდროისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესრულებული სამუშაოების, ობიექტის ფასადზე განათავსება გახლავთ
Print