ახალი ამბები
5 ოქტომბერს მწვანე ბარათის პროგრამისთვის რეგისტრაცია იწყება - რა უნდა ვიცოდეთ
FaceBook
5 ოქტომბერს, მწვანე ბარათის მწვანე ბარათის გათამაშება იწყება, იწყება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საიმიგრაციო ვიზის პროგრამას. იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის (INA)-ს 203 (c) ნაწილის თანახმად გათვალისწინებულია ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ისტორიულად შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

მწვანე ბარათის პროგრამისთვის რეგისტრაცია 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და 8 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება.

2024 წლის ფისკალური წლისათვის ხელმისაწვდომი იქნება სულ 55,000 DV კატეგორიის ვიზა. DV პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

აპლიკანტები, რომლებიც ამ პროგრამით შეირჩევიან, კვალიფიკაციისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ მარტივ, მაგრამ მტკიცე მოთხოვნებს.

მოთხოვნა #1: განმცხადებელი უნდა იყოს დაბადებული პროგრამისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში.

მოთხოვნა #2: თითოეული განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს განათლების ან სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას.


სახელმწიფო დეპარტამენტი გამარჯვებულებს კომპიუტერის დახმარებით, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტი DV საიმიგრაციო ვიზებს ექვს გეოგრაფიულ რეგიონზე ანაწილებს და არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მიიღოს გამოყოფილი DV ვიზების 7%-ზე მეტი პროგრამის ერთ წელს.


განმცხადებლების შერჩევა


კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით. 2024 წლის პროგრამის შედეგების გასაგებად უნდა შეხვიდეთ ელქტრონული პროგრამის ვებგვერდზე dvprogram.state.gov და თქვენთვის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური ნომრის საშუალებით შეიტყოთ ხართ თუ არა შერჩეულთა შორის.

სტატუსის შემოწმება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 6 მაისიდან, 2024 წლის 30 სექტემბრამდე.

სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით მოცემულ ბმულზე


Print