ახალი ამბები
დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით გაეცნობიან
FaceBook
დღეს კანონმდებლები პირველი მოსმენით გაეცნობიან საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ის ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ამომრჩევლის მინიმუმ 70%-ზე მეტი ხმას სწორედ ელექტრონული ფორმით მისცემს.

მმართველი გუნდის ინიციატივით, იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და დამთვლელი აპარატურა, მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენები სრულად გაციფრულდება და აიტვირთება ცესკოს ოფიციალურ ვებპორტალზე.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს დაასრულებს.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების მიღების შემდეგ გაგრძელდება.
Print