ახალი ამბები
ქუთაისში ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართება
FaceBook
9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღვინის ფესტივალი "ღვინის დღეები საქართველოში" გაიმართება.

ფესტივალის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრია. ორგანიზატორი - ღვინის დღეები.

9 ოქტომბერს სხვა ქალაქებთან ერთად ფესტივალს ქუთაისიც უმასპინძლებს. ღონისძიებები გაიმართება ცისფერყანწელების ქუჩაზე, "ვერიკოს სკვერში".

ფესტივალი 14 საათზე დაიწყება და 20 საათამდე გაგრძელდება. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა აქტივობა. 

14:00–20:00 იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა;

14:00–17:00 კულინარიული მასტერკლასი მანჯისთან ერთად;

14:00–20:00 ფელამუშის დამზადება; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა;

14:00–20:00 ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერკლასი;

14:30/16:30 / 18:00 - DJ Levi Love Disco;

17:00–20:00 გაცოცხლებული ფიროსმანის ნახატი;

17:00–20:00 მიმების წარმოდგენა;

17:00–20:00 ტრადიციული იმერული სუფრა;

17:00–20:00 ინსტალაცია - "8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია".

17:00–20:00 ფოტო-კუთხე "ქვევრი";

20:00 სუხიშვილების კონცერტი "ქარაბშა";

ღონისძიება საქართველოს 24 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება;

Print