ახალი ამბები
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ივანიშვილი 400-ე ადგილზეა
FaceBook
სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ახალი ინდექსი.

მილიარდელთა სიაში პირველ ადგილს ელონ მასკი იჭერს. მეორე ადგილზე - ჯეფ ბეზოსია. 

500 უმდიდრეს ადამიანს შორის 400-ე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი.

იგივე Bloomberg-ის მონაცემებით, ამ წლის დასაწყისიდან ივანიშვილმა 600 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. ამ დროისთვის მისი ქონება 5.45 მილიარდი დოლარია.

ივანიშვილს რუსეთთან კავშირებში ადანაშაულებენ. ოპოზიციური პარტიები და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსიც და მის სანქცირებას მოითხოვენ.


Print