ახალი ამბები
ქუთაისში პარკირების საფასურის გადახდა შეზღუდულია
FaceBook
ქუთაისში ავტომობილების მძღოლები პარკირების გადასახადის გადახდას ვერ ახერხებენ.
მძღოლების განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ სად უნდა გადაიხადონ პარკირებისთვის დაწესებული მოსაკრებელი.

"მივმართეთ რამოდენიმე ბანკს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, მაგრამ გადახდა შეუძლებელია," – აცხადებენ მძღოლები.

ქუთაისის მერიის დაქვცემდებარებაში მყოფი შპს "პარკინგსერვისში", რომელსაც ქალაქში პარკირების ადგილები ეკუთვნის, აცხადებენ, რომ გადასახადის გადახდა ამ დროისთვის მხოლოდ "თი–ბი–სი" და "ქართუ ბანკის" ფილიალებშია შესაძლებელი. ასევე, მძღოლებს საშუალება აქვთ ავტომობილების სადგომის გადასახადი გუგუნავას #2–ში მდებარე კომპანიის ოფისში შეიძინონ.

"უახლოეს წუთებში სერვისი ჩაირთვება "რესპუბლიკა ბანკი" და "საქართველოს ბანკი". რესპუბლიკა და საქართველოს ბანკი. ასევე, კვირის განმავლობაში ყველა ბანკის და სწარფი ჩარიცხვის აპარატებში მოხდება სერვისის ჩართვა. შეფერხება გამოწვეულია გაუთვალისწინებელი ტერქნიკური ხარვეზების გამო," – აცხადებს შპს "პარკინგსერვისის" ხელმძღვანელი, ირაკლი სარიშვილი.

კომპანიის განმარტებით, ინფრასტრუქრტურის სრულად მოწესრიგებამდე მძღოლების დაჯარიმება არ მოხდება.

"1 თებერვლიდან ყველანაირი სერვისი გამართული იქნება და დაჯარიმებაც ამ დროიდან დაიწყება,"– აცხადებს ირაკლი სარიშვილი.

ქუთაისში პარკირების საფასურის დადგენა მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს მოხდა.

ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.

Print