ახალი ამბები
ავტომანქანის რეგისტრაციის და ნომრის აღების საფასური იზრდება
FaceBook
ავტომანქანის რეგისტრაციის და ნომრის აღების საფასური იზრდება.
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად  100 ლარი იქნება; ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა 35 ლარის ნაცვლად  -  80 ლარი;

ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრება - ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა.

“კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
Print