ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს ხსნის (აფიშა)
FaceBook
11 ოქტომბერს ქუთაისის მესხიშვილის თეატრი 162 - ე სეზონს ხსნის.

სეზონის პირველი სპექტაკლი ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი „ქარი ქრის ვერხვებში“ იქნება (ჟერალ სიბლეირასის პიესის მიხედვით). 

სპექტაკლმა 2020 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების "გრან პრი" დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო სპექტაკლმა.

მთავარ როლებში: დავით როინიშვილი, სულხან გოგოლაშვილი, ზვიად სვანაძე. 

დასაწყისი 19 საათზე.

ოქტომბრის რეპერტუარი სულ ოთხ სპექტაკლს მოიცავს. წარმოგიდგენთ ოქტომბრის თვის აფიშას. 

Print