ახალი ამბები
ვის სურს ომბუდსმენობა - კანდიდატთა სია ცნობილია
FaceBook
სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.
კანდიდატებს შორისაა, “სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე. 

განცხადებების მიიღება 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია 9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.

სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:

ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი;

მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი;

გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი;

სოფო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი;

ალექსანდრე კობაიძე – „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე;

ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;

ნუგზარ კოხრეიძე – „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე;

გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი;

სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი;

მაკა მინდიაშვილი – „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი;

ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;

ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი;

გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი;

იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი;

ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, რომ 21 ოქტომბრის ჩათვლით, მათი კანდიდატი დაასახელონ.

„მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დასახელდეს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
Print