ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინაში ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა
FaceBook
საოკუპაციო ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმები“ შემდგარად გამოაცხადა და შედეგები გამოაქვეყნა.

რუსული მედიის ცნობით, ხმების 100 პროცენტის დათვლის შედეგად, რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ეგრეთ წოდებული „ამომრჩევლების“ 99,23-%-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში ეს მონაცემი 98,42 %-ს, ზაპოროჟიეში - 93,11-ს, ხერსონში კი - 87,05 %-ს შეადგენს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, „რეფერენდუმის“ დროს უხეში დარღვევები და შენიშვნები არ გამოვლენილა. უკრაინის ოთხ ოლქში - დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.
Print