ახალი ამბები
25 სექტემბრამდე ძლიერი ქარი და ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.
Print