ახალი ამბები
ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს სხდომა ონლიან რეჟიმში ჩატარდა. 

გრიგოლ ნარსიასთვის პატიმრობას პროკურატურა, დაცვის მხარე კი — 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა  დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა ბანკზე თავდამსხმელი.

მას  ბრალი წარდგენილი აქვს შემდეგი მუხლების შესაბამისად:

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება); სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტერორისტული აქტი);  სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით). 

მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებულემა  სხდომაზე განაცხადა, რომ ტერორიზის განზრახვა არ ქონია, თუმცა, დანაშაული აღიარა. 

20 სექტემბერს ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსულ დროშას ითხოვდა. თავდამსხმელმა ბანკში იმდროისთვის მყოფი 14 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:






Print