ახალი ამბები
ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ
FaceBook
„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
პროკურატურა მის მიმართ მკაცრ აღმკვეთის ღონისძიებას პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ამდროსთვის ნარსია ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რასთან დაკავშირებითაც, ისინი ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვენ. ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს, გრიგოლ ნარსიას მიმართ კიდევ ერთი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვოს.

20 სექტემბერს ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსულ დროშას ითხოვდა. თავდამსხმელმა ბანკში იმდროისთვის მყოფი 14 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:






Print