ახალი ამბები
ქუთაისში, ბანკზე თავდამსხმელის ინტერესებს ხუთი ადვოკატი დაიცავს
FaceBook
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს.
ისინი, წინასწარი დაკავების იზოლატორში, თავდამსხმელს უკვე შეხვდნენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ გრიგოლ ნარსია, სავარაუდოდ, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

20 სექტემბერს  ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. ის  2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსულ დროშას ითხოვდა. თავდამსხმელმა  ბანკში იმდროისთვის მყოფი 14 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:






Print