ახალი ამბები
შსს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის დაკავების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა, რომლებიც ეტაპობრივად გათვისუფლდნენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"საქართველოს  ბანკის" ქუთაისის ფილიალში  დღეს, დილის საათებში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც იმ მყოფი 12 პირი  მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნა იყო 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსული დროშის გადაცემა.

ადგილზე სამართალდამცველების გარდა, ექიმებიც იყვნენ მობილიზებულები. 

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური  მივიდა.

ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან სამართალდამცველები.


ამავე თემაზე:







Print