ახალი ამბები
"საქართველოს ბანკში" აყვანილი მძევლები გათავისუფლდნენ - რა ხდება შემთხვევის ადგილზე
FaceBook
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“  ფილიალში შეიარაღებული  პირის მიერ აყვანილი მძევლები გათავისუფლდნენ.
შენობა უკვე დატოვა  ყველა პირმა. დაზუსტებელი ინფორმაციით,  რომ სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირის დაკავება მოახერხეს.

ადგილზე ცოტა ხნის წინ გასროლის ხმაც გაისმა, თუმცა უცნობია, ვის მიერ მოხდა გასროლა.

"საქართველოს  ბანკში"  დღეს, დილის საათებში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც იმ მყოფი 12 პირი  მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნა იყო 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსული დროშის გადაცემა.

ადგილზე სამართალდამცველების გარდა, ექიმებიც იყვნენ მობილიზებულები. 

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური  მივიდა.

ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან სამართალდამცველები. 

ამავე თემაზე:




Print