ახალი ამბები
ბანკში მძევლად აყვანილი რამდენიმე პირი გათავისუფლდა
FaceBook
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქუთაისში, " საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი 12  პირიდან რამდენიმე  მათგანი გათავისუფლებულია.
აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

"საქართველოს  ბანკში"  დღეს, დილის საათებში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც იმ მყოფები მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნა 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსული დროშაა. 

ადგილზე სამართალდამცველების გარდა, ექიმებიც არიან მობილიზებული, თუმცა, მედიკოსებს ჯერჯერობით არ ეძლევათ საშუალება, შენობაში მყოფ მძევლებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური  მივიდა. 


ამავე თემაზე:




Print