ახალი ამბები
"წადით" - ბანკში მძევლად აყვანილების მოთხოვნა სამართალდამცველებს
FaceBook
ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული პირის მძევლები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს მოუწოდებენ, რომ ტერიტორია დატოვონ. 


„წადით, თქვენ რომ გხედავთ, ცუდად გვექცევა, წადით, ცუდად გვექცევიან და ერთი კოლოფი სიგარეტი მოგვიტანეთ თუ შეიძლება“, - აცხადებენ მძევლები.

ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული   დაახლოებით 4 საათის წინ შეიჭრა. მას მძევლეად 12 ადამიანი ჰყავს აყვანილი. ის, 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსულ დროშას ითხოვს. 

მძევლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას მძარცველს სამხედრო ფორმა აცვია, სადაც , სავარაუდოდ, ასაფეთქებელი  საშულებები აქვს ასხმული. 

ადგილზ   მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.


ამავე თემაზე:



Print