ახალი ამბები
მძარცველმა ბანკში გაისროლა
FaceBook
ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა.
ამის შესახებ  იქ მყოფი ადამიანები ჰყვებიან.

"ჩვეულებრივი ჩაცმული იყო, არაფერი განსაკუთრებული. როგორც კი შევიდა მაშინვე იყო გაისროლა.  ამ გასროლის ფონზე მე აღარ შევედი ბანკში. როგორც  კი იყო გასროლა, თვქვეს, რომ ნიღბიანი არის შესულიო  და ავტომატურად იქ ვინც ვიყავით - გამოვიქცეით. მე როგორც მაქვს ინფორმაცია შიგნით რჩებიან ადამიანები", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილვლელი, რომელიც მძარცველის ბანკში შეჭრის  მომენტში იმყოფებოდა. 

ადგილზე მყოფების თქმით, მძარცველი 2 მილიონ ლარს ითხოვს. 

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

ამავე თემაზე:





Print