ახალი ამბები
"ოკუპანტის გაზს საქართველოში არ დავუშვებთ" - აქცია ქუთაისში
FaceBook
არა გაზპრომს! არა ოკუპანტის ოცნებას!

გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში.

აქციის ორგანიზატორი "თავისუფალი ზონის" ქუთაისის რაიონული ორგანიზაცია იყო.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ ისინი მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც კომპანია "გაზპრომთან" ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს.

მათი თქმით გაზპრომის საქართველოში შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოებრიობას, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში "გაზპრომის" შემოსვლას.

"ჩვენ არ ვეთანხმებით გაზპრომის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე. ოკუპანტის გაზს საქართველოში არ დავუშვებთ"- აცხადებს "თავისუფალი ზონის" წევრი ნიკოლოზ ნარსია.

თეონა წითაძე
Print