ახალი ამბები
ჯანმოს დირექტორი: COVID-19-ის პანდემიის დასასრული არც ისე შორსაა
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად, როგორც ახლა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ ძალისხმევა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ჯერ იქ არ ვართ, თუმცა დასასრული ჩანს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა. 
Print