ახალი ამბები
WHO: საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეხება.

WHO-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა.

"შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი პრობლემად რჩევა და სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადჰყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71%-ს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობენ კადრების დეფიციტზე, განსაკუთრებით კი ექთნების ნაკლებობაზე. 

bm.ge



Print