ახალი ამბები
ქუთაისის ბაღებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი დაიხარჯება
FaceBook
800 000 ლარი ხელფასების ზრდაზე, ხოლო 500 000 ლარი ცხელი წყლით უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.

ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში ცხელი წყლის უზრუნველყოფის და თანამშრომლებზე ხელფასების ზრდის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულის თაობაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ  საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

"გასულ წელს შევძელით ადმინისტრაციული ხარჯებზე ეკონომიის გაკეთება, შესაბამისად, ჩვენ დავთვალეთ ნაშთი, რაც გვაძლევს საშუალებას 1 300 000 ლარი მოვახმაროთ ბაგა - ბაღების ცხელი წყლით უზრუნველყოფას და თანამრომლებისთვის ხელფასების ზრდას, ასე, რომ ქუთაისის ბაღებში მეტი კომფორტს შეიქმნება," - განმარტა მურღულიამ.

მისივე თქმით, 1 300 000 ლარიდან, 800 000 ლარი  ხელფასების ზრდაზე და 500 000 ლარი ცხელი წყლი  უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.

6 მილიონ 723 500 ლარის ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად დამატებული 7 მილიონამდე ლარი, გასული წლის ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთია.

Print