ახალი ამბები
14 სექტემბრიდან რუსულ ხორბალზე საექსპორტო ბაჟი შემცირდება
FaceBook
14 სექტემბრიდან რუსულ საექსპორტო ხორბალზე საბაჟო გადასახდელი 12%-ით შემცირდება და 3 368,9 რუბლის ნაცვლად, 2 962,9 რუბლი იქნება.
რაც შეეხება ქერს, მასზე გადასახდელი 2 699,2 რუბლიდან 2 717,7 რუბლამდე, ხოლო სიმინდის გადასახდელი 3 663,7 რუბლიდან 3 784,4 რუბლამდე გაიზრდება.

ახალი გადასახდელები 20 სექტემბრამდე იმოქმედებს.

გადასახდელების განსაზღვრა კი მოხდა ინდიკატიური ფასების მიხედვით: ხორბალზე 316,8 დოლარი ტონაზე, ქერზე 292,5 დოლარი ტონაზე და სიმინდზე 317,6 დოლარი ტონაზე.

როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 30 ივნისიდან რუსეთი საბაჟო მოსაკრებელს რუბლებში იღებს. ზოგადად, მცურავი საბაჟო მოსაკრებელი რუსეთში 2021 წლის 2 ივნისიდან მოქმედებს.
Print