ახალი ამბები
დღეიდან ფალიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულდა.
10 სექტემბრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აღდგება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავიანთ სვლა-გეზებს დაუბრუნდება და კვლავ დადგენილი განრიგით იმოძრავებს.

"ავტობუსები და მიკროავტობუსები გავლენ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან.
რუსთაველის გამზირზე, ტურიზმის ცენტრიდან მერიამდე მონაკვეთზე, ისევ აღდგება ცალმხრივი მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ფალიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გზა ერთი თვეა ჩაკეტილია. 


Print