ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 198-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 51 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]

ტანკი – 2 122 ერთეული [+10]

ჯავშანტექნიკა – 4 575 ერთეული [+18]

საარტილერიო სისტემა – 1 237 ერთეული [+11]

MLRS – 306 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159 ერთეული [+0]

თვითმფრინავი – 239 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 211 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 888 ერთეული [+4]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 214 ერთეული [+0]

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 3 399 ერთეული [+55]

სპეცტექნიკა – 114 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

293 თვითმფრინავი

152 ვერტმფრენი

1 910 უპილოტო საფრენი აპარატი

374 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 863 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

826 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 369 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

5 387 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 198 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print