პოლიტიკა
ევროკავშირი ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ლიდერს მიიწვევს
FaceBook
ევროკავშირი ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ლიდერს მიიწვევს.
ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა პრაღაში 6 ოქტომბერს გაიმართება.

სამიტის მთავარი მიზანია ლიდერებმა პოლიტიკური დისკუსია გამართონ ევროპის კონტინენტისთვის საერთო ინტერესის სტრატეგიულ საკითხებზე.

დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკული კრიზისი და ეკონომიკური მდგომარეობა.

სამიტის მონაწილეებს შორის არიან: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, დასავლეთ ბალკანეთის 6 სახელმწიფო, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხსტენშტეინი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი, და აზერბაიჯანი.
Print