ახალი ამბები
წყალტუბოში ახალგაზრდა ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა
FaceBook

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.


ადგილობრივების თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია.

გარდაცლილი ქალის მეზობლები რამდენივე ვერსიაზე საუბრობენ.  ერთი ვერსიით,  ქალს ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით  კი, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო. 

გარდაცვლილი ქალის მეუღლე ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 11 პრიმა 188-ე მუხლებით (ნივთის განადგურება ან დაზიანება) მიმდინარეობს.


 

Print