ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 196-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 50 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]

ტანკი – 2 097 ერთეული [+20]

ჯავშანტექნიკა – 4 520 ერთეული [+36]

საარტილერიო სისტემა – 1 194 ერთეული [+15]

MLRS – 300 ერთეული [+4]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 156 ერთეული [+0]

თვითმფრინავი – 237 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 208 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 880 ერთეული [+4]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 214 ერთეული [+5]

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 3 320 ერთეული [+15]

სპეცტექნიკა – 109 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

290 თვითმფრინავი

152 ვერტმფრენი

1 889 უპილოტო საფრენი აპარატი

373 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 845 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

825 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 369 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

5 343 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 196 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print