ახალი ამბები
ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არ უნდა აღიარონ
FaceBook
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა აღიარონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თეთრ სახლში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა : „არა“.

ამერიკელი სენატორების ნაწილს, მათ შორის „რესპუბლიკელ“ ლინდსი გრემმსა და „დემოკრატ“ რიჩარდ ბლუმენტალს სურთ მიიღონ კანონი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ და ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ინიციატივას აშშ-ის სენატში თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება.

ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აშშ–ის მიერ აღიარებულია კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.

ipn.ge
Print