ახალი ამბები
"კანალიზაციის არასწორი დაგეგმარების შედეგია" - დატბორილი სახლები და ეზოები ჯიბლაძის ქუჩაზე
FaceBook
ერთდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად  ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები დაიტბორა.


ადგილობრივები ამბობენ, რომ  სახლებში წვიმის წყალი ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე  კანალიზაციის  და წყლის სისტემის არასწორი დაგეგმარების გამო შევიდა. 



"წვიმის წყალი აქ სულ შემოგვდიოდა, მაგრამ ამდენი არასოდეს ყოფილა.  ჯიბლაძის ქუჩაზე კანალიზაცია  ისევე, როგორც სხვა ქუჩებზეც არასწორადაა დაგეგმარებული და შემდეგ გაკეთებული.  ამას ემატება ის, რომ ამ ქუჩას მიუერთეს თამარ მეფის ქუჩაზე საცხოვრებლი  ხუთსართულიანი კორპუსის კანალიზაციაც. ჯერ ჩვენს დატვირთვას ვერ უძლებდა  და დამტებული ხომ  წარმოგიდგენიათ რა მდგომარებაში ვიქნებით. როცა გზის გაკეთება დაიწყეს სულ ვიძახდით ჩვენს პრობლემაზე , მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაცია", - ამბობენ ადგილობრივები. 

ჯიბლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სარდაფებთან ერთად ასევე დატბორილია ეზოებიც, სადაც  ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფი მუშაობას. 




Print