ახალი ამბები
დღეიდან ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 სექტემბრიდან ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან  მესხის ქუჩამდე (კმ13+530-კმ14+900 მონაკვეთი).

აქედან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ნინოშვილის და გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.
Print