ახალი ამბები
აშშ-მა უკრაინისთვის 775 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის პაკეტი გამოაცხადა
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა დღეს უკრაინისთვის 775 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

პაკეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტას, დრონებს, არტილერიასა და განაღმვის სისტემებს მოიცავს.

„ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საბრძოლო მასალის უწყვეტი ნაკადი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ პაკეტით“, - განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს, დასძინა, რომ უკრაინის ძალებმა კარგად გამოიყენეს შეიარაღების 19 პაკეტი, რომელიც ოფიციალურმა ვაშინგტონმა კიევს რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაწოდა.
Print