ახალი ამბები
21 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების გამო,
21 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.


საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.



Print