ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 178-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]

ტანკი – 1 899 ერთეული [+10]

ჯავშანტექნიკა – 4 195 ერთეული [+16]

საარტილერიო სისტემა – 1016 ერთეული [+6]

MLRS – 266 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141 ერთეული [+5]

თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 197 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 795 ერთეული [+21]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 3 130 ერთეული [+69]

სპეცტექნიკა – 94 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

267 თვითმფრინავი

148 ვერტმფრენი

1 757 უპილოტო საფრენი აპარატი

366 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 340 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

800 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 312 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 938 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 178 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print