ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა.
ინფორმაციას გარდაცვლილის და, ბელა ჯოხაძე ავრცელებს.

ბელა ჯახაძის ინფორმაციით,  მისი ძმა 12 აგვისტოს, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას “მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო” გარდაიცვალა.

ბერდია ჯოხაძე საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print