ახალი ამბები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 1 930 პირია რეგისტრირებული
FaceBook
2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი,
აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე - 23, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე -1 907.

საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.

2022 წლის პირველი მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებული იყო 1 200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე - 1 105.
Print