ახალი ამბები
ივლისში ფულადი გზავნილები შემცირდა
FaceBook
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა თვეში ქვეყანაში 306 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც ივნისის მაჩვენებელს, 427.4 მილიონ დოლარს, 28.4%-ით ჩამორჩება. 2021 წლის ივლისის მაჩვენებელთან, 208.4 მილიონ დოლართან შედარებით კი ზრდა 46.8%-ია.

პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, თუმცა წინა თვესთან შედარებით გზვნილების მოცულობამ რუსეთიდანაც იკლო. ივლისში რუსეთიდან 100.6 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც 130%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე, 231.4 მილიონ დოლარზე. რაც შეეხება წლიურ ზრდას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 150.8%-ით მოიმატა.

რუსეთიდან მიმდინარე წლის მაისში - 313.9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო აპრილში - 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც 2022 წლის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი -100.59 მლნ აშშ დოლარი;

იტალია - 35.96 მლნ აშშ დოლარი;

აშშ - 28.56 მლნ აშშ დოლარი;

საბერძნეთი - 19.16 მლნ აშშ დოლარი;

ისრაელი - 16.72 მლნ აშშ დოლარი;

გერმანია - 14.64 მლნ აშშ დოლარი;

ბელარუსი - 10.34 მლნ აშშ დოლარი;

ყაზახეთი - 10.11 მლნ აშშ დოლარი;

ყირგიზეთი - 9.6 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი - 8.57 მლნ აშშ დოლარი.
Print