ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში იმერეთის რეგიონში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას 18 აგვისტომდე ვარაუდობენ, მთიან რეგიონებში კი, მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი ფაქტორია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის დოდო გვაზავას თქმით, 17 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 0იქნება.

18-19 აგვისტოს ცხელი მასების ნაკადი გაძლიერდება.

კვირას ბოლოს ჰაერის ტემპერატურა 35 0 მიაღწევს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
Print